ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, „ერთიანი კავკასიური სახლი“ დაარსდა 2007 წელს. ეს იდეა ეფუძნება შიდა ომის პერიოდს. ასოციაციის მიზანია მოახდინოს რეგიონის ისტორიული, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცოდნის პოპულარიზაცია. ასოციაციის მთავარ პრინციპს წარმოადგენს კავკასიელ ხალხთა შორის დიალოგის გაძლიერება, რეგიონალური თანხმობის მიღწევა და თანამშრომლობა. ჩვენი ელექტრონული გვერდს მომზადება ემსახურება მთავარ მიზანს, რომ შევქმნათ კავკასიელ ხალხთა შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საერთო პლატფორმა და ერთობლივად ვიმუშაოთ უმთავრეს იდეაზე – ინტეგრაციაზე. კავკასიის ისტორია ტრაგიკულია, მაგრამ ღირს აკადემიური კვლევის ჩატარება. შიდა ომების პერიოდში, რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარადა კავკასიელი ხალხის კონსოლიდაციის მიზნით.
საბედნიეროდ კავკასიელი ხალხის ცხოვრება კვლავ გაგრძელდა. ჩვენ უკან მოვიტოვეთ ცივი ომი და შევქმენით დამოუკიდებელი სხელმწიფოები. ჩვენს ქვეყნებში საზოგადოებრივი ცხოვრება და სამოქალაქო საზოგადოება ვითარდებოდა. წარსულში მიღებულმა გამოცდილებამ გვასწავლა, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან იგივე შეცდომები მომავალში. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით „ ერთიანი კავკასიური სახლის“ ფორუმზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მომავალზე. რაც მთავარია, ეს არ არის მარტო აზერბაიჯანის, საქართველოს ან სომხეთის სახლი, არამედ, ეს არის ერთიანი კავკასიური სახლი.
მიუხედავად იმისა, რომ ერთობლიობა კავკასიელ ხალხს ნდობასა და ძალას შემატებს, ფაქტია, რომ რეგიონალური კონსესუსი მიღწეული არ არის. ამიტომ წარსულის გამოცდილებაზე და ჩვენი წინაპრების ცოდნაზე დაყრდნობით, უნდა გავიკვალოთ გზა უკეთესი და ახალი მომავლისაკენ. გვახსოვდეს, რომ ჰარმონია აღმშენებადია, ხოლო მტრობა დამანგრეველი. ეს დიდი სიბრძნე მე ვისწავლე მამაჩემისგან – ისლამ ალიევასაგან. თაობებიდან მოყოლებული, მისი ოჯახი ბაქოში ცხოვრობდა. მე მისი მადლიერი ვარ.
ჩვენ ვთვლით, რომ სომხები, ქართველები, აზერბაიჯანელები და სხვა კავკასიელი ხალხი, ჩვენს ერთიან კავკასიურ სახლში, ვარშავაში და სხვა ადგილებში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ სამხრეთ კავკასიის მწვავე პრობლემები. სადაო საკითხებს თავს ვერ ავარიდებთ, მხოლოდ ჩვენი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა გავიკვალოთ გზა უკეთესი მომავლისაკენ.
მოდით მივყვეთ ჩვენს დიდ პოტენციალს ამ რთული, მაგრამ ღირსეული მიზნის მისაღწევად! მოდით ერთად გავაკეთოთ ეს!
ჰიჯრან ალიევა,
ასოციაციის პრეზიდენტი „ ერთიანი კავკასიური სახლი პოლონეთში“. |